logo
ENG



ჯასტინ ტრუდომ კანადაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

16 აგვ 202119:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/16/xz35nx23cun2tx7.png

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ქვეყანაში, კორონავირუსის მეოთხე ტალღის დაწყებასთან ერთად, ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დანიშნა.

როგორც ტრუდომ აღნიშნა, კანადელებმა უნდა აირჩიონ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა. 

კანადელები არჩევნებში მონაწილეობას 20 სექტემბერს მიიღებენ, დანიშნულ ვადამდე 2 წლით ადრე. 

მანამდე, ტრუდო შეხვდა კანადის გენერალურ-გუბერნატორს, დედოფლის წარმომადგენელს მერი სიმონს და მას პარლამენტის დათხოვნა სთხოვა. 

ტრუდო ამბობს, რომ არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან კანადელებმა გადამწყვეტ მომენტში საკუთარი მომავალი უნდა აირჩიონ. 

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი რეიტინგია.  


close დახურვა