გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს დაანონსებული აქცია ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დაბნეულობა შეიტანოს მოსახლეობაში და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი.
ჯაფარიძის თქმით, მთავარი ერთიანობის გზავნილები ევროპელმა მეგობრებმა 20 ივნისის აქციიდან უნდა მიიღონ.
16-ში აქციის დაანონსება როდესაც უკვე დაანონსებული იყო აქცია 20 ივნისს, მათ შორის იმის გათვალისწინებით რომ 20 ივნისი არის თარიღი რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას, იყო არასწორი და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დაბნეულობა შეიტანოს მოსახელობაში და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი.
მიუხედავად ამისა, ვისაც სურვილი ექნება, ცხადია შეუძლია მივიდეს 16 ივნისის აქციაზე.
მაგრამ მთავარი ერთიანობის გზავნილი ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა მიიღონ 20 ივნისის აქციიდან
ამიტომ ყველანი რუსთაველზე, 20-ში!", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
20 ივნისს, ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლიდან 3 წლის თავზე, მოძრაობა სირცხვილიამ აქცია "შინ, ევროპისკენ" დააანონსა. სალომე ზურაბიშვილმა თავისი აქცია 4 დღით ადრე, 16 ივნისს დანიშნა.