logo
ENG



ჯაფარიძე: არავინ არ უნდა დარჩეს ისე, რომ ხმა არ მისცეს ჩვენი ქვეყნის მომავალს

31 ოქტ 202017:54
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

ჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია არავინ არ დარჩეს ისე, რომ ხმა არ მისცეს ქვეყნის მომავალს:

"არავინ არ უნდა დარჩეს ისე, რომ ხმა არ მისცეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. გახდით ჩვენი ქვეყნის გამარჯვების თანამონაწილეები. მოგიწოდებთ ყველას ვინც ამ წუთამდე არ იყო საარჩევნო უბანზე გთხოვთ მიხვიდეთ და მისცეთ ხმა თქვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას",-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღეს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. საქართველო X მოწვევის პარლამენტს, წინა წლებისგან განსხვავებული სისტემით ირჩევს - მეათე მოწვევის პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული სიით შეივსება, 30 - მაჟორიტარულით.


close დახურვა