logo
ENG



ჯაფარიძე: დოლიძეს მომატებული აქვს 2 100-ზე მეტი ხმა, ჩვენს შორის სხვაობა 2 100-ზე მეტი ხმაა

01 ნოე 202021:00
3 წუთის საკითხავი
 

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურა ჯაფარიძის თქმით, ამავე ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ანა დოლიძეს 2 050-ზე მეტი ხმა მომატებული აქვს და როგორც ჯაფარიძე ამბობს,  რეალურად, ის დოლიძეს არა 91, არამედ 2 100-ზე მეტი ხმით უსწრებს.

"ახლა ჩაასწორა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მე დაკლებული მქონდა 100 ხმა და ეს 100 ხმა აღმიდგინეს, დამიმატეს და შესაბამისად ამ წუთში ისევ მე გადავდივარ მეორე ტურში.

გარდა ამისა, ანა დოლიძეს მომატებული აქვს 2 050-ზე მეტი ხმა, რომელიც, გაუგებარია, საიდან მოდის, რადგან 104-ვე უბნის ოლქები დევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შესვლა და გადათვლა. ნებისმიერი, ვინც გადათვლის, ნახავს, რომ სხვაობა არის არა 91 ხმა, რომლითაც ახლა მე ვუგებ, არამედ 2 100-ზე მეტი ხმა საბოლოო ჯამში",-ამბობს ჯაფარიძე.

ცესკომ დიდუბის ოლქის მონაცემები ცოტა ხნისწინ განაახლა. განახლებული მონაცემებით მეორე ტურში ზურა გირჩი ჯაფარიძე იასპარეზებს. 

მანამდე ატვირთული შედეგების მიხედვით, ანა დოლიძე 9 ხმიანი უპირატესობით გადიოდა მეორე ტურებში. 

დათვლილია ყველა უბანი. განახლებული წინასწარი მონაცემებით შედეგები ასეთია: 

გია ვოლსკი, ქართული ოცნება - 42,69% (29 414 ხმა)

ზურა გირჩი ჯაფარიძე, გირჩი - 21,09% (14 529 ხმა)

ანა დოლიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი - 20,96% (14 438 ხმა)


close დახურვა