logo
ENG



ჯაფარიძე: ვულოცავ ქართველ ხალხს მისი ბრძოლის დაფასებას ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ

14 დეკ 202322:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/14/pjyll2r0ncsh7xl.jpg

ვულოცავ ქართველ ხალხს მისი ბრძოლის დაფასებას ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ და მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატვა
ევროკავშირის მხრიდან საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც გაეხსნა ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ სწრაფად შევძლოთ შემდგომი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმა, რაც უკვე იქნება გამოხატული გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაში.

კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებამ, რომ ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, ევროპული თანამეგობრობის მიერ აღიარებულია, როგორც ევროპის განუყოფელი ნაწილი, როგორც ქვეყანა, როგორც პარტნიორი და შესაბამისად ახლა ჯერი ჩვენზეა, იმისთვის, რომ ჩვენ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები რეფორმების გზაზე, რომელიც აუცილებლად უნდა დაგვირგვინდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით.


close დახურვა