მეტი თავისუფლება - გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ თბილისის მერად კენჭისყრას გეგმავს.
მისი თქმით, შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება ერთიან კანდიდატობასაც.
"თუ შემოთავაზება იქნება, თანახმა ვარ მერობის კანდიდატობაზე. ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე [კანდიდატად] და თუ ერთიანი კანდიდატი ვიქნები, ცხადია, უკეთესია". - თქვა ჯაფარიძემ.
2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.