logo
ENG



ჯაფარიძე: თუ მრევლი არღვევს კანონს, ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს

13 აპრ 202022:19
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა კანონი აღასრულოს და ეს მრევლზეც უნდა გავრცელდეს.

ჯაფარიძის თქმით, საგანგებო ვითარების დაცვა ეკლესიასაც ევალება.

„როცა ხელისუფლებას შემოაქვს საგანგებო მდგომარეობა და ესაა კანონის ძალის გადაწყვეტილება, მის აღსრულებაზეც უნდა იზრუნოს. ეკლესია და სახელწმიფო არ ერევიან ერთმანეთის საქმეებში, მაგრამ საგანგებოს დაცვა ყველას ევალება. პატრიარქმა განაცხადა, რომ მსახურება არ შეწყდება - მაგრამ დასწრება მრევლის უნდა მოხდეს კანონიდან გამომდიანრე.

სახელწმიფოს ვალდებულებაა კანონის აღსრულება - თუ მრევლი არღვევს კანონს, ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. გადაბრალება ეკლესიაზე არასწორია, აქ არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ ეკლესიაში მიმავალი მრევლი იცავდეს საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებულ წესებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათისა, რა დროსაც საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე გადაადგილება იკრძალება, ხოლო სამზე მეტი პირის შეკრება მთელი დღის განმავლობაში დასჯადია, სააღდგომო ლიტურგია მაინც ჩატარდება.


close დახურვა