logo
ENG



ჯაფარიძე: იძულების გზად მიმაჩნია ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნებისმიერი ფორმით

06 ნოე 202113:34
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: იძულების გზად მიმაჩნია ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნებისმიერი ფორმით

ამ მოცემულობაში ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქისთვის შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი მიზანი - ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და შემდეგ სისტემის ისე გარდაქმნა, რომ ვერავინ ვეღარასდროს შეძლოს ძალაუფლების ასეთი მასშტაბით კონცენტრირება ერთ ხელში. ამ მიზნისკენ სვლა, ჩემი გადმოსახედიდან, ორნაბიჯიანია: 1) ხელისუფლების იძულება ორი მოსმენით მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები და ქვეყანა გადავიდეს სრულად პროპორციულ  საარჩევნო სისტემაზე 2%-იანი ბარიერით 2) ხელისუფლების იძულება დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

მე არ მჯერა პროტესტის იმ ფორმების, რომლებიც ბევრჯერ ნაცადია, გაცვეთილია, და რომლებთან მიმართებაშიც სისტემას, რომლის ერთ-ერთ იარაღსაც თქვენ წარმოადგენთ, უკვე იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. არ მჯერა მიტინგების, ხმამაღლა ყვირილის და შეიკრიბა-დაიშალა აქციების. იძულების გზად მიმაჩნია არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნებისმიერი ფორმით (რასაც ყველა უნდა აკეთებდეს, ვისაც ამის ტრაკი აქვს), სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება, საბოტაჟი და უზურპატორებისთვის ნერვების პერმანენტული შლა. მთელი ჩემი დროის და ენერგიის ამაზე დახარჯვას ვაპირებ. სისხლს გაგიშრობთ.


close დახურვა