logo
ENG



ჯაფარიძე: ლელო ერთადერთ გამოსავლად მომავალი არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას მიიჩნევს

25 ნოე 201914:35
3 წუთის საკითხავი
 
l29py84k4l33spy.jpeg

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრი, ბადრი ჯაფარიძე კახი კალაძის განცხადებას პასუხობს. ჯაფარიძის თქმით, მოქმედი ხელისუფლება მზად არის ძალაუფლების შესანარჩუნებლად დაუპირისპირდეს მოსახლეობას და გაწიროს საკუთარი ქვეყანა არეულობისთვის.

„დღეს მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ მოხსნა არაადეკვატურობის და ცინიზმის ყველა რეკორდი. ნათელია, რომ „ქართული ოცნების “ მიზანია ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის რადიკალიზაცია და მეორე ნაწილის სრული ნიჰილიზმში ჩაგდება. ამასთანავე, ხელოვნურად დაძაბულობისა და არასტაბილურობის კერების შექმნა. სავალალოა, რომ ქართულმა ოცნებამ, რომელმაც თავადვე შექმნა არსებული პოლიტიკური კრიზისი, დღევანდელი განცხადებით განმუხტვის ნაცვლად სიტუაცია კიდევ უფრო გააღრმავა, აღარ დატოვა კომუნიკაციის არანაირი სივრცე და არც კი განიხილა ჩიხიდან გამოსვლის ალტერნატიული გონივრული გზები. ფაქტია, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად "ქართული ოცნება" მზად არის დაუპირისპირდეს საკუთარ მოსახლეობას და გაწიროს ქვეყანა არეულობისთვის",-განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე ჯაფარიძის თქმით, მოძრაობა „ლელო“ ამ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად მომავალი არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას მიიჩნევს და „ლელო“ საზოგადოებრივ პროტესტში მონაწილეობას აგრძელებს.

 


close დახურვა