ზურაბ ჯაფარიძემ არსებულ სისტემას საშიში და არაადამიანური უწოდა. დაკავებულებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ მან სოფო ზურაბიანთან "პოლიტიკის ფორმულაში" ისაუბრა.
„ჩემთან ერთად ჩემი სტუდენტები არიან დაკავებულები. ვისაც ვასწავლიდი რაღაცებს, ეგეთი ახალგაზრდები ჰყავთ დაჭერილი. ამ ადამიანებს პირველად მოუხდათ ჩემგან განსხვავებით სისტემასთან შეხება და შიგნიდან დაინახეს როგორი საშიში და არაადამიანურია ეს სისტემა. ამას მათი მეხსიერებიდან ვეღარაფერი ვეღარ ამოშლის,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე ერთ-ერთია 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულთაგან.