logo
ENG



ჯაფარიძე: მესამედ მომიწყვეს ჩასაფრება, 2 მანქანით იყო 6 ადამიანი, ხელკეტები ელაგათ

12 მაი 202420:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/12/wafolyeakyybd7h.jpg

გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს სახლთან ჩასაფრება ისევ მოუწყვეს.

ჯაფარიძე ყვება, რომ 2 მანქანით 6 ადამიანი იყო, მათ მანქანაში ხელკეტები ელაგათ.

"დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან. 2 მანქანით იყვნენ, ჯამში 6 ადამიანი, ამჯერად პირბადეების გარეშე. ერთ მანქანაში ელაგათ ხელკეტები (დავინახე, გვერდით ჩამიარეს გაქცევისას). 

მეზობლებმა შენიშნეს, მათვე დარეკეს 112-ში, მე მხოლოდ გაქცევის ნახვა მოვასწარი. პატრული ცხადია მოვიდა მას მერე, რაც უკვე წასულები იყვნენ. 

ახლა გომელაურს ვუსმენ, პარლამენტის პიკეტირებაზე ლაპარაკობს, კანონის უზენაესობის დაცვა პრინციპული საკითხია და მკაცრად დავსჯით ყველასო", - წერს ჯაფარიძე.


close დახურვა