logo
ENG



ჯაფარიძე: მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს იმ 4 პუნქტზე, რომელიც დევს მაგიდაზე 4 რაუნდია

20 თებ 202116:57
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს იმ 4 პუნქტზე, რომელიც დევს მაგიდაზე 4 რაუნდია
ფოტო: ვახო ქარელი
ფოტო: ვახო ქარელი

ჯაფარიძე: მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს იმ 4 პუნქტის გარშემო, რომელიც დევს მაგიდაზე 4 რაუნდია

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ოპოზიციამ ​ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმინატას პავილიონისთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც "კიდევ უფრო დამძიმდა ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით". 

ჯაფარიძემ თქვა, რომ ისაუბრეს არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე, გამოსავალი კი დიალოგია - უნდა შედგეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების V რაუნდი ოპოზიციის იმ მოთხოვნების გარეშემო, რომელიც მანამდეც ჰქონდათ. 

"ეს ადამიანიც არის ამ ქვეყნის გულმხურვალე მეგობარი. ისიც ეძებს გამოსავალს ამ სიტუაციიდან. ისიც, ისევე როგორც ჩვენ, ფიქრობს, რომ გამოსავალი მხოლოდ შეიძლება მოძებნილი იყოს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ჩვენი პოზიცია არის იგივე - მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქართული ოცნება უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს იმ 4 პუნქტის გარშემო, რომელიც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე უკვე უკანასკნელი 4 რაუნდია".- თქვა ჯაფარიძემ.

ოპოზიციის დიდი ნაწილი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტს ბიოკოტს უცხადებს. საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების გარდა, მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის განაყოფი - ევროპელი სოციალისტები და მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი შევიდნენ. 

ნიკა მელია კი პოლიტიკურ დევნაზეც ლაპარაკობს - ენმ-ის თავმჯდომარეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა. მას შემდეგ ენმ-ის ოფისში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი და მხარდამჭერია მობილიზებული. ისინი ამბობენ, რომ სამართალდამცველებს მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც გაიცა მისი პატიმრობის განჩინება. 

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

ენმ-ის ოფისში მელიას მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უწყვეტად იმყოფებიან. 


close დახურვა