logo
ENG



ჯაფარიძე: მოშე კლუგჰაფტის ჩამოყვანა პირდაპირ კავშირშია ძალადობასთან

13 დეკ 202314:13
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: მოშე კლუგჰაფტის ჩამოყვანა პირდაპირ კავშირშია ძალადობასთან
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

მოშე არის "გაშავებაზე" სპეციალიზებული პიარ ტექნოლოგი, რომელიც ხელისუფლების კამპანიის ჯაჭვში ერთ ნაწილს ასრულებს. ის აშავებს ოპონენტს და სწორედ ამ ოპონენტზე ხდება მიქსევა ამ ძალადობრივი ჯგუფების. მოშეს ჩამოყვანა პირდაპირ კავშირშია ფიზიკურ ძალადობასთან.

მისნაირი ადამიანების გამოყენება გათვლილია იმაზე, რომ ადამიანებს არ აქვს აზროვნებისა და კრიტიკული შეფასების უნარი. მათ უყურებენ როგორც სულელებს, რომლებიც შეიძლება ადვილად წამოაგო დეზინფორმაციასა და სისულელეზე, რაც შემდგომში მათ გადაწყვეტილებებსა და განწყობაზე მოქმედებს. სწორედ ესაა მათი [ქართული ოცნების] გათვლა.


close დახურვა