logo
ENG



ჯაფარიძე: ნებისმიერი კრიზისი უნდა გამოვიყენოთ როგორც ახალი შესაძლებლობა

05 აპრ 202023:10
3 წუთის საკითხავი
 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც ახალი შესაძლებლობა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.

მან კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც შეიძლება მეტი ფინანსური დახმარება უნდა მოიზიდოს.

„ეს დარტყმა არის ძალიან დიდი, მაგრამ უნდა გადავლახოთ სწორი ანტიკრიზისული ნაბიჯებით, სწორი პროგრამით, ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ გამოსავალი ნამდვილად არსებობს. ჩვენ გვექნება წვდომა მნიშვნელოვანი რესურსებისადმი საქართველოს მეგობარი ქვეყნების მხრიდან, სავაჭრო ფონდმა გამოაცხადა 1 ტრილიონი დოლარის რესურსების მობილიზაციაზე ანტიკრიზისული ღონისძიებების გასატარებლად და საქართველო აუცილებლად მიიღებს წვდომას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამ რესურსებთან. ასევე, სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა ვთხოვოთ. ევროკავშირმა ახლა ნახევარი ტრილიონი რესურსის მობილიზაცია გამოაცხადა წევრი ქვეყნებისათვის და დარწმუნებული ვარ, ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა, აქაც იქნება საშუალება, რომ მივიღოთ დიდი რესურსი. ჩვენზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. იმაზე, თუ რამდენად კომპეტენტურად წარიმართება პოსტ კრიზისული პერიოდი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 


close დახურვა