logo
ENG



ჯაფარიძე: როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ამ პროცესის ბოლო ხელახალი არჩევნებია

08 ნოე 202021:31
3 წუთის საკითხავი
 

პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის ერთადერთი დასასრული ხელახალი არჩევნების ჩატარება იქნება.

როგორც ჯაფარიძემ გადაცემა დროებაში განაცხადა, არჩევნები გაყალბებულია, გაყალბების მასშტაბის დადგენა კი შეუძლებელი, რადგან დისბალანსი ასობით საარჩევნო უბანზეა დაფიქსირებული.

"საბოლოო ჯამში, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ხელახალი არჩევნები არის ერთადერთი ბოლო, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს. ბოიკოტი მათ შორის არის ერთ-ერთი გზა, როგორ შეიძლება მივიდეთ ხელახალ არჩევნებამდე. ოპოზიციამ გაიმარჯვა, მაგრამ გააყალბეს იმდენად, რომ აზრი დაკარგვოდა მეორე ტურებს. 48%-ის დაწერა ცესკოს მიერ, მეტს არაფერს არ ნიშნავდა. ეს ნიშნავდა, რომ ოპოზიცია მეორე ტურებზე დე მოტივირებული უნდა გამოსულიყო, არ საერთო არ უნდა გამოსულიყო.

ეს არჩევნები გაყალბებულია, მასშტაბის დადგენა კი შეუძლებელია, რადგან არის ასობით უბანი სადაც ბიულეტენები უფრო მეტია ვიდრე ხელმოწერები. ეს ნიშნავს, რომ ჩაყრილია ბიულეტენები. ეს ინდიკატორია იმისა, რომ დიდი ალბათობით იქ იყო კარუსელები. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში ჩასატარებელია ხელახალი არჩევნები. ბოიკოტის გზით მივალთ აქამდე თუ მოლაპარაკების, მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და აპროტესტებს. პარტიების მოთხოვნა არის ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება, ხელახალი არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს, სადაც პროტესტი გრძელდება. ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ცესკო-სთან იქამდე დარჩებიან, სანამ კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობას არ დატოვებს. 


close დახურვა