logo
ENG



ჯაფარიძე: სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის საჭიროა შეწყდეს პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა

21 თებ 202022:21
3 წუთის საკითხავი
 

 

 „იმისთვის, რომ მივიღოთ სამართლიანი საარჩევნო გარემო, აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“,-აღნიშნული განცხადება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ გააკეთა.

გადაცემაში ჯაფარიძემ ოპოზიციის შეხვედრაზე და ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.  

„მე მინდა დავიჯერო, რომ გაცნობიერებული აქვთ თუ რაოდენ დიდ ზიანს იღებს ქვეყანა იმის გამო რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, იმედი მაქვს რომ ისინი ამას გააცნობიერებენ და ეს ერთი კვირა გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ მოხდეს შეჯერება ქვეყნისათვის ოპტიმალურ და ქვეყნის კრიზისიდან გამომყვან აუცილებელ ფორმულაზე. რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას მარტო საარჩევნო ფორმულაზე შეთანხმება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ სამართლიანი საარჩევნო გარემო, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 


close დახურვა