logo
ENG



ჯაფარიძე: საჯარო აქტივობებს ვზღუდავ, ჩემს შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

22 ოქტ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: საჯარო აქტივობებს ვზღუდავ, ჩემს შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, განცხადებით, მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საჯარო აქტივობებს ზღუდავს. 

"კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამჟამად ბევრად უკეთესადაა.

სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა. სამწუხაროდ, ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო.
კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ. 31-ში უნდა მოვიგოთ", - წერს ჯაფარიძე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა.


close დახურვა