„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არჩევნებამდე ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება უნდა აიძულოს რომ დაეხმარონ იმ ოჯახებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში, ეკონომიკური კუთხით, განსაკუთრებული ზიანი მიადგათ.
„უნდა ითქვას რომ არჩვენებამდე ვაიძულოთ ეს ხელისუფლება რომ მაქსიმალური დახმარება გაუწიოს ქართულ ოჯახებს, რომლებსაც ისედაც არაეფექტური მართვის გამო შეექმნათ უზარმაზარი პრობლემები და ამას დაემატა კიდევ კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ეკონომიკური კრიზისი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ხელისუფლება ვაიძულოთ არა იმაზე იზრუნოს, რომ დააშინოს მოსახლეობა და არჩევნებში შეინარჩუნოს ხელისუფლება, არამედ უნდა ვაიძულოთ რომ ის დაეხმაროს ყველა მოქალაქეს რომელიც ახლა განიცდის სირთულეებს“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.