„გირჩი“ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ დააყენებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯაფარიძის თქმით, ნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად ისეთი ადამიანები დასახელდნენ, ვისაც მეტი შანსი აქვს მიიღოს სხვადასხვა ტიპის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმები.
„შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვან განსაკუთრებით თბილისში.
"გირჩიდან" მე განვიხილებოდი როგორც შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში. მე უარს ვამბობ ამ შესაძლებლობაზე, რაც ნიშნავს, რომ "გირჩი" წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით ლოგიკურად, შეთანხმება საერთო კანდიდატებზე თბილისის დარჩენილ 6 ოლქში, ახლა უფრო მარტივი იქნება.
"რაც შეეხება ერთიანი ოპოზიციური კანდიდატების ან მეორე ტურში გასული (იქ სადაც ერთიან კანდიდატზე შეჯერება ვერ მოხდება) კანდიდატების მხარდაჭერას სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან:
"წამგებიანი ილუზიის შექმნაა იმის მტკიცება, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების ხმები უბრალოდ დაჯამდება, თუ სხვადასხვა პარტიების ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებენ ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერისკენ.
"სინამდვილეში მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად ისეთი ადამიანები დასახელდნენ ვისაც მეტი შანსი აქვს მიიღოს სხვადასხვა ტიპის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმები კონკრეტულად გირჩის ამომრჩევლის ხმები წავა იმ კანდიდატებისკენ ვინც საჯაროდ დაადასტურებს რომ მხარს დაუჭერს იმ ხედვებს რომელთა განსახორციელებლადაც გირჩი აპირებს პარლამენტში ბრძოლას“, - წერს ჯაფარიძე.
ამავე თემაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტია თბილისში კანდიდატებს მხოლოდ გლდანსა და ისანი-სამგორში დააყენებს.