logo
ENG



ჯაფარიძე Edison Research-ის კვლევაზე: თუ ოპოზიცია გონივრულად მოიქცევა, გაიმარჯვებს

15 სექ 202022:35
3 წუთის საკითხავი
clock 843

დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთავარი, რაც Edison Research-ის კვლევამ გამოკვეთა, არის ის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას თანაბარი შანსები აქვთ და გონივრულად მოქცევის შემთხვევაში, ოპოზიცია გაიმარჯვებს. 

როგორც ჯაფარიძემ "ფორმულას" ეთერში აღნიშნა, ოპოზიციამ მოსახლეობას უნდა აუხსნას, რისი გაკეთება უნდა და როგორ აპირებს ქვეყნის შეცვლას გამარჯვების შემთხვევაში.

"მგონი, რასაც ეს კვლევა აჩვენებს, მთავარი არის ის, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიცის შანსები არის დაახლოებით ერთნაირი, თუ ოპოზიცია მოიქცევა გონივრულად და თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ამომრჩეველს ავუხსნათ, რისი გაკეთება გვინდა და როგორ გვინდა შევცვალოთ ეს ქვეყანა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მგონია, რომ ეს ოპოზიცია აუცილებლად გაიმარჯვებს. ეს არის მთავარი, რაც ამ კვლევაში ჩანდა", - თქვა ჯაფარიძემ.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ჭრელია, მაინც ახერხებს რაღაც საკითხებზე მსჯელობასა და შეთანხმებას. შესაბამისად, მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიციას შესწევს ძალა, გამარჯვების შემთხვევაში, კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს.

დღეს, 15 სექტემბერს Edison Research-ის კვლევა გამოქვეყნდა. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, ქართულ ოცნებას 38% უჭერს მხარს, ნაციონალურ მოძრაობას, 15%, ევროპულ საქართველოს - 6%, 23% კი ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.


close დახურვა