"გირჩის" ლიდერი არ გამორიცხავს, რომ საარჩევნოდ მაჟორიტარობაზე იყაროს კენჭი. რაც შეეხება ლოკაციას, მისი თქმით ეს იქნება აუცილებლად ვაკე და სხვა ალტერნატივას არც განიხილავს.
"ზოგადად არის შეთანხმება, რომ პოლიტიკური ლიდერები, ცნობადი სახეები უნდა იყვნენ მაჟორიტარები, რადგან ადამიანები ასეთებს უჭერენ მხარს. თუ ეგეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, თბილისში იქნება აუცილებლად. უბანი - ვაკე. იქ დავიბადე, იქ გავიზარდე და ვერ წარმომიდგენია სხვაგან რატომ უნდა ვიყარო კენჭი. ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ თუ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, ეგ იქნება",-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
კითხვაზე, რამდენად დაუთმობენ მას ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ვაკეში კენჭისყრის უფლებას, როგორც ჯაფარიძეს განმარტავს, ეს ჯერ არ იცის.
"არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ჯერჯერობით არ ყოფილა ამის განხილვა",-აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
