logo
ENG



ჯაფარიძე მელიასთან ციხეში მიდის - ამბობს, რომ მას მიშელის პოზიციები უნდა გააცნოს

20 აპრ 202120:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/20/qq1tir8otu7u3yh.jpg

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ნაციონალური მოზრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მოსანახულებლად, საპატიმროში მიდის. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ჯაფარიძემ ენმ-ის დაპატიმრებულ ლიდერს შარლ მიშელის პოზიციები უნდა გააცნოს. 

ლელო-მ ოპოზიციური პარტიების ნაწილის მსგავსად, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ხელი ამ დრომდე არ მოუწერია ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს

მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მიშელთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირი მელიას გირაოს იმ შემთხვევაში დაფარავს, თუ თავად პატიმრობაში მყოფი ლიდერი იქნება ამაზე თანახმა. 

დღეს მელიამ მედიასთან განაცხადა, რომ თავად გირაოს გადახდას არ აპირებს. 


close დახურვა