logo
ENG



ჯაფარიძე სამადაშვილს: ბოდიშს არ მოვიხდი, ჩემთვის პარტიის ხმებზე მნიშვნელოვანი სიმართლეა

25 სექ 202014:28
3 წუთის საკითხავი
 

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს სალომე სამადაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ენმ-ის მხარდამჭერების ხმები და ბოდიშის მოხდას არ აპირებს. 

ჯაფარიძის თქმით, შეურაცხყოფა მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო, როდესაც მან ოპოზიციური პარტიები "პარტიუკებად" მოიხსენია. 

"სალომე სამადაშვილმა საკითხი დააყენა ასე, რომ მე სიმართლის საუბარს უნდა დავანებო თავი თუ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ხმების მიღება მინდა. ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები. არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი, არაფერზე მაქვს ბოდიში მოსახდელი. თუ რამე შეიძლება თავდასხმად შეფასდეს, იყო სააკაშვილის მიმართვის ტონი, სადაც ჩვენ, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოგვიხსენიებდა, როგორც პარტიუკებს და პოლიტიკანებს. შეურაცხმყოფელი ეს იყო", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდა, პირადად მიმართოს ენმ-ის ამომრჩეველს და უთხრას, რომ მათი აზრი გირჩის ლიდერისთვის მნიშვნელოვანია.

სამადაშვილის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არა პარტიის რომელიმე ლიდერი, არამედ მათი ასობით ათასი მხარდამჭერია და ჯაფარიძემ შეცდომა დაუშვა, როდესაც თქვა, რომ მათი აზრი საინტერესო არაა.


close დახურვა