logo
ENG



ჯაფარიძე უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შუალედური არჩევნების გადადებას ითხოვს

27 თებ 202217:29
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე უკრაინაში განვითარები მოვლენების გამო შუალედური არჩევნების გადადებას ითხოვს.

"ამ ვითარებაში, როცა მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები არიან უკიდურესად დასტრესილები, დაზაფრულები, საარჩევნო პროცესის წარმოება შეუძლებელია. შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება, შევაჩერო ჩემი მონაწილეობა რუსთავის შუალედურ არჩევნებში და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადოს 2 აპრილის არჩევნების, რადგან ასეთ საგანგებო მდგომარეობაში შეუძლებელია ნორმალური საარჩევნო პროცესის წარმართვა", - თქვა მან.

2 აპრილს შუალედური არჩევნებია ჩანიშნული. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს.

რუსთავის არჩევნებში ლელოს კანდიდატი ბადრი ჯაფარიძეა. მას მხარს ოპოზიციის დიდი ნაწილი უჭერს.


close დახურვა