logo
ENG



ჯაფარიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე: მმართველი ძალა ცდილობს დააშინოს მოსახლეობა ოპოზიციით

12 ივნ 202020:57
3 წუთის საკითხავი
 
skg24zq0bh9bdjy.png

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, თქმით, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ოპოზიციის დესტრუქციულობასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკაში სამწუხარო ტრადიციის გაგრძელებაა. როგორც ჯაფარიძე განმარტავს,  ღარიბაშვილი ამ განცხადებებით მოსახლეობის დაშინებას ცდილობს, რათა არჩევებზე მხარი კვლავ ქართულ ოცნებას დაუჭირონ.

 

„მინისტრის განცხადება ოპოზიციის დესტრუქციულობასთან დაკავშირებით არის სამწუხარო ტრადიციის გაგრძელება, რომელიც დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში, როდესაც მმართველი ძალა ცდილობს დააშინოს საქართველოს მოსახლეობა ვითომდა ოპოზიციის ზრახვების შესახებ, სინამდვილეში ეს არის მცდელობა, რომ ამ შიშის შექმნით მოახერხონ და აიძულონ ხელისუფლება რომ მათ მხარი დაუჭირონ, თუმცა ამის პერსპექტივა მათ ნამდვილად არ გააჩნიათ. ძალიან ცუდია, როცა თავდაცვის მინისტრი აიგივებს თავის თავს ინსტიტუციასთან, იმიტომ რომ ქართული ჯარის მიერ ნდობა არის ძალიან დიდი მოსახლეობაში, მაგრამ თავდაცვის მინისტრი და ქართული ჯარი ეს ერთი და იგივე არ არის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყოველთვის ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი ინსტიტუციები და არა ინსტიტუციები, რომლებსაც ანგრევს ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნება, რომელიც გამოირჩევა იმით რომ არა მხოლოდ ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, არამედ ანგრევს ქვეყნის რეპუტაციას მის საზღვრებს გარეთ. ამტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ არჩევნებში მოხდეს ცვლილება ამ ხელისუფლების და მოვიდეს პასუხისმგებელი ხელისუფლების ძალა ან ძალების ერთიანობა, რომელიც შეძლებს ქვეყანა გამოიყვანოს ამ კრიზისიდან“,-განაცხადა ჯაფარიძემ.


close დახურვა