ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ პარლამენტში პოლიტიკურ ბოიკოტს შეწყვეტენ. მას მიაჩნია, რომ რისკების შესამცირებლად ჰოსპიტალში გადაყვანა აუცილებელია.
"სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომ რამდენადაც მოიხსნება ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის მიზეზი, ანუ არსებობდა მისი სიცოცხლის საფრთხის მაღალი რისკები, ეს რისკები შემცირდება მნიშვნელოვნად, შესაბამისად, მიზეზი მოიხსნება პოლიტიკური ბოიკოტის", - თქვა ჯაფარიძემ.
იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა.
მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.
შიმშილობა უკვე შეწყვიტა ელენე ხოშტარიამ.