გირჩი - მეტი თავისუფლებისა და დროას პროექტი mona.ge აქვეყნებს მე-4 სიას, რომელშიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სასმახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი მოხვდნენ.
მე-4 სიის წევრები:
Mona.ge-ს პრეზენტაცია 12 ოქტობერს გაიმართა, რომლის ავტორებიც პარტიები გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა არიან. პარტიებში ამბობენ, რომ ვებ-გვერდზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან.
გარდა ამისა, პარტიებში აცხადებენ, რომ პლატფორმაზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც თავად გასცემენ ან თავად ასრულებენ უკანონო ბრძანებებს და გარდა ამისა, იმართებიან რუსული მეთოდებით.
ლიდერები ამბობენ, რომ ამ ადამიანთა პროფილებს შეარჩევს სპეციალური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, ასევე სამოქალაქო სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, ეს სიები კი დიპლომატიურ მისიებს თუ საემიგრაციო სამსახურებს გადაეცემა.