logo
ENG



ჯაღმაიძე: ექიმების განკითხვა, კორონასგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს

21 აპრ 202013:18
3 წუთის საკითხავი
 
nlzb3c2otg6raiz.jpg

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ბოლო დროს ექიმებისადმი არსებულ კრიტიკას ეხმაურება და საზოგადოებას მოუწოდებს, დაუმსახურებლად არ გაანაწყენონ ისინი.

„ქრისტე აღდგა!

ჩემს მეგობრებს:
აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი.

განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი. ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს.

ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი მას მივიღებთ, შეუძლია განგვკურნოს ყველანაირი სულიერი კორონასაგან!“, - წერს ჯაღმაიძე.

ამავე თემაზე: ლევან რატიანი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ კრიტიკისგან თავი შეიკავოს.


close დახურვა