საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე „ფორმულასთან“ საუბარში ადასტურებს, რომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მიერ საყოველთაო ნათლობა ჩატარდება.
„ჯერ მხოლოდ საბუთების მიღება მიმდინარეობს. ნათლობა საყოველთაო იქნება“, - განუცხადა ჯაღმაიძემ „ფორმულას“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიაა გამოცხადებული. საქართველოში ოფიციალურად ვირუსით 24 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 1 მცირეწლოვანია.
საპატრიარქომ თანხმობა განაცხადა, რომ ეკლესიებში განხორციელდეს სადენზიფექციო სამუშაოები.