logo
ENG



ჯაღმაიძე: სამხედრო მოქმედებები არაა, პატრიარქმა რეგიონებში პროდუქტები გაგზავნა

28 აპრ 202112:11
3 წუთის საკითხავი
 
ჯაღმაიძე: სამხედრო მოქმედებები არაა, პატრიარქმა რეგიონებში პროდუქტები გაგზავნა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოში სამხედრო ტექნიკა საბრძოლო მოქმედებების მიზნით არ შესულა - მისი თქმით, პატრიარქმა რეგიონებში პროდუქტები გაგზავნა. 

ტვ პირველმა გაავრცელა ფოტოები, რომელშიც სამხედრო მანქანების საპატრიარქოს ეზოში შესვლაა ასახული. გამოჩნდა ვერტმფრენიც. 

"ჟურნალისტები მწერენ, ვერტმფრენიც შენიშნეს და სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო, სინამდვილეში არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, პატრიარქმა დახმარება გაუწია და გააგზავნა რეგიონებში პროდუქტები". - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ

პატრიარქის დაცვის უფროსმა, ვანო კობაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საპატრიარქომ პროდუქტის გასანაწილებლად დახმარება თავდაცვის სამინისტროს სთხოვა. 

"პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, რეგიონებში გაჭირვებულებს ვუგზავნით ხოლმე ფქვილს, შაქარს, ზეთს და ასეთ რაღაცებს. თავდაცვის სამინისტროს ვთხოვეთ მანქანები იმისთვის, რომ ეპარქიებში გავუშვათ პროდუქტები". - თქვა კობაიძემ. 


close დახურვა