logo
ENG



ჯაღმაიძე: საქართველო-კონსტანტინოპოლის ეკლესიების ურთიერთობის საზიანოდ ავანტიურა იგეგმება

18 ოქტ 202120:56
3 წუთის საკითხავი
 
ჯაღმაიძე: საქართველო-კონსტანტინოპოლის ეკლესიების ურთიერთობის საზიანოდ ავანტიურა იგეგმება
ფორმულა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მტკიცებით, საქართველოს ეკლესიისა და კოსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ ავანტიურა იგეგმება. 

როგორც ჯაღმაიძე facebook-ზე წერს, თეოლოგი გოჩა ბარნოვი და სასულიერო სემინარიის ყოფილი ლექტორი თამარ მესხი სტამბოლში მიემგზავრებიან, სადაც  ჯაღმაიძის თქმით, კოსტანტინოპოლის პატრიარქს შეხვდებიან.

ჯაღმაიძე ირწმუნება, რომ გოჩა ბარნოვი შეხვედრაზე მსოფლიო პატრიარქს სთხოვს, რომ არჩევნების მეორე ტურში ნაციონალურ მოძრაობას მხარი საჯაროდ დაუჭიროს.

"ჩემი ინფორმაციით, (წყაროს არ დავასახელებ) საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება გოჩა ბარნოვისგან.

ერთ-ერთი საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრის (სახელს არ დავასახელებ, ჯერჯერობით) დაფინანსებით, ხვალ 19 ოქტომბერს გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მიემგზავრებიან სტამბულში მის ყოვლადუწმინდესობა, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველთან .

შეხვედრაზე გ.ბარნოვი ეტყვის, რომ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან, "თეოლოგი" გეგმავს მსოფლიო პატრიარქს სთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და მ.სააკაშვილის მხარდასაჭერი განცხადების საჯაროდ დაფიქსირება", - წერს ჯაღმაიძე.


close დახურვა