logo
ENG



ჯაში: თუ კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, დიდი ალბათობით მისი გუნდის წევრად მიხილავთ

22 ნოე 201919:45
3 წუთის საკითხავი
 
0n3uqbq2q9i8uy7.jpg

"თუ გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით მისი გუნდის წევრად მიხილავთ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსულმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა განაცხადა.

ამასთან, ჯაში არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა პოლიტიკა დატოვოს და საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობა გააგრძელოს. 

"დღევანდელი პოლარიზებული გარემოს კონტექსტში ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილის დაბრუნება შესაძლოა იყოს უაღრესად კარგი ნაბიჯი. თუ გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით მისი გუნდის წევრად მიხილავთ. ერთი მიმართულება არის პოლიტიკური პაუზის აღება და საერთაშორისო ორგანიზაციაში დაბრუნება,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


close დახურვა