ჯეიმს აპატურაი დღეს თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი 12 საათზე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
დაგეგმილია დახურული შეხვედრები პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.
უცნობია ამ შეხვედრების დრო. აპატურაი საქართველოში ნატოს სპეციალური წარმომადგენლის რანგში ბოლოჯერ ჩამოვიდა.
მისი თქმით, შეეცდება, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსთან საქართველოს დაახლოებას ხელი შეუწყოს.
"ახლახან ჩატარდა ნატოს სამიტი. აქედან გამომდინარე, ბევრი სამუშაო გვაქვს. გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს, დაუახლოვდეს ნატოს, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს და გავაკეთოთ მეტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. დღის წესრიგი მართლაც დიდია და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ყველა ამ საკითხს განვიხილავ". - თქვა ჯეიმს აპატურაიმ.