logo
ENG



ჯელაძე კობახიძეს: ამოვალ, განახებ ჩვენს გადაადგილებას, თუ არ დაიჯერებ, კადრებიც არსებობს

14 აგვ 202320:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/14/xol1piosefyi0tx.jpg

სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს და სთავაზობს, რომ შოვში თავად აჩვენოს მისი გადაადგილება.

გარდა ამისა, ჯელაძე ამბობს, რომ თუ ამასაც არ დაიჯერებს კობახიძე, არსებობენ თვითმხილველები და ვიდეო კადრები.

"გავიგე, ბატონი ირაკლი კობახიძე პირველივე დღიდან შოვში არის და საკუთარი ძალებით ეხმარება ადამიანებს, რომ აპოვნინოს დაკარგული ადამიანები ოჯახს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, მე შემიძლია ბატონო ირაკლი კობახიძე ამოვიდე შოვში, ძალიან კი გამიჭირდება მაგრამ შევძლებ ამოვალ და გავისაუბრო და განახებ ჩემს და მაშოს გადაადგილებას ჩემს მონაყოლს თუ არ დაიჯერებ იქ არიან ხალხი ვინ შეესწრო ჩემს ჯოჯოხეთურ გზას და თუ არც მაგ ადამიანების ნათქვამის გჯერა არსებობს ვიდეო კადრები... ძალიან კარგად და მშვიდად ვგრძნობ მე თავს რადგან ვარ ყველანაირად მართალი... ველოდები თქვენს ზარს"- წერს ჯელაძე.

დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორია, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი "გადასამოწმებელია".


close დახურვა