logo
ENG



ჯერჯერობით უცნობია, მართლაც 1 ლარად მიიღებს თუ არა წყალტუბოს ივანიშვილი

30 ოქტ 201920:34
3 წუთის საკითხავი
 
3bk0ufaof1dpfo7.jpg

წყალტუბოს ისტორიულ ინფრასტრუქტურას ბიძინა ივანიშვილი იყიდის - „ქართული ოცნება“ მადლობელია, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ოლიგარქი ქვეყნის მიტაცებას განაგრძობს. ჯერჯერობით უცნობია, მართლაც 1 ლარად მიიღებს თუ არა 22 სასტუმროს და 9 აბანოს ქვეყნის ყოფილი პრემიერი. 

საპარლამენტო ოპოზიციაში ეჭვობენ,რომ წყალტუბოს ისტორიული შენობები მალე ლაგუნა ვერეს ბედს გაიზიარებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია და 2014 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. წყალტუბოს გასხვისების შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ არასაპარლამენტო ოპოზიციაში 

ივანიშვილმა  22 სანატორიუმისა და 9 აბანოს გამოსყიდვის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. მილიარდელი ამბობს, რომ კურორტის რეაბილიტაციას უმოკლეს ვადებში დაასრულებს - თუმცა რამდენს გადაიხდის უნიკალურ ქონებაში არ დაუკონკრეტებია. 

 


close დახურვა