სალომე ზურაბიშვილი კითხვებს გაურბის. ამ დრომდე უცნობია, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას მის წინააღმდეგ მოფიქრებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ოცნება ჩქარობს და ვადები კიდევ გადმოწია. შესაძლოა, უკვე მომდევნო კვირას მიიღონ კანონი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობას გზას გაუხსნის, პრეზიდენტს უჩივლოს.
ჯერჯერობით უცნობია გამოიყენებს თუ არა ზურაბიშვილი ოცნების კანონპროექტზე ვეტოს
25 მარ 202220:48
3 წუთის საკითხავი