logo
ENG



ჯიშკარიანი სააკაშვილზე: დიაგნოზები მძიმეა, ესადაგება გათავისუფლების კრიტერიუმებს

18 ნოე 202212:22
3 წუთის საკითხავი
 
ჯიშკარიანი სააკაშვილზე: დიაგნოზები მძიმეა, ესადაგება გათავისუფლების კრიტერიუმებს

რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, ცენტრ ემპათიას დასკვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მზად არის.

ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ სააკაშვილის დიაგნოზები მძიმეა და პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს ესადაგება.

"ცენტრმა ემპათიამ დაასრულა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნაზე მუშაობა. დასკვნა ითარგმნება და გადაეცემა უცხოელ ექსპერტებს. დიაგნოზები მძიმეა, ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს. ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი დიაგნოზები, რომელიც ძირითადად პატიმრობაში განვითარდა შეუთავსებელია პატიმრობასთან. იგი სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას", - წერს მარიამ ჯიშკარიანი Faceboook-ზე.

ჯერჯერობით უცნობია როდის გასაჯაროვდება ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნა.


close დახურვა