logo
ENG



ჯიშკარიანი სააკაშვილზე: ეფექტური მკურნალობისთვის შესარჩევია ალტერნატიული დაწესებულება

20 დეკ 202123:19
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/20/hj1cq7gaa1rpd35.jpg

ცენტრ ემპათიის დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულა.

შეხვედრის შემდეგ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა. ამასთან, ის ამბობს, რომ ფსიქოლოგიური მიმართულებით შესარჩევია ალტერნატიული დაწესებულება, სადაც პაციენტს ეფექტურ მკურნალობას გაუწევენ.

"გავსინჯეთ პაციენტი და შევისწავლეთ ახალი დოკუმენტაცია, ასევე გავაკეთეთ კონსულტაცია დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და გარკვეული ჩვენი მოსაზრებები მკურნალობის კურსთან დაკავშირებით დავწერეთ კონსულტაციის სახით. ვფიქრობთ, შეხვედრა მოვითხოვოთ როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე სხვა კონსილიუმის წევრებთან, ვინაიდან მდგომარეობა არის საყურადღებო და ვფიქრობთ, საჭიროებს მულტიპროფილურ კორეგირებას.

ეს როგორც პროგრამა მინიმუმი და როგორც პროგრამა მაქსიმუმი, შესარჩევია ალტერნატიული სამკურნალო დაწესებულება ნეირომეტაბოლური და ფსიქოლოგიური მიმართულებით იმისათვის, რომ მოხდეს პაციენტის ეფექტური მკურნალობა და რეაბილიტაცია", - თქვა ჯიშკარიანმა.

ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან 19 ნოემბერს გადაიყვანეს.


close დახურვა