logo
ENG



ჯიშკარიანი სააკაშვილზე: ინტოკსიკაციის დიდი ალბათობაა, მოვუწოდებთ ზურაბიშვილს, შეიწყალოს

25 ნოე 202211:09
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკური სურათის მიხედვით, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ინტოქსიკაცია.

ჯიშკარიანის თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალალო შედეგებს იწვევს "თანდათანობითი ინტოქსიკაცია".

ჯიშკარიანი მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, დღესვე, დაუყოვნებლივ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

"კლინიკური სურათი იძლევა ინტოქსიკაციის დიდ ალბათობას, რაც შეეხება დასკვნას, თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი: ვერცხლისწყალი, ბისმუთი და ბარიუმი. ექსპერტთა შეფასებით, დიდი ალბათობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალალო შედეგებს და დამძიმებას იწვევს თანდათანობითი ინტოქსიკაცია, რომელიც შესაძლებელია დღესაც გრძელდება, ვერც გამოვრიცხავთ და ვერც ვადასტურებთ, შესაბამისად, პირადად მოვუწოდებ მთელი ექსპერტთა ჯგუფის სახელით სალომე ზურაბიშვილს დღესვე, დაუყოვნებლივ შეიწყალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც არ მიიღებს ზომას, იქნება ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილე", - აცხადებს ჯიშკარიანი.


close დახურვა