ილია ჯიშკარიანის ადვოკატი თამთა თოდაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდება. როგორც მარიამ კუბლაშვილი „ფორმულასთან" საუბარში ამბობს, არსებობენ მოწმეები რომლებმაც გამოძიებას შესაძლოა ახალი მტკიცებულებები მიაწოდონ.
„მხოლოდ სისხლის სამართლის საქმიდან გამოვითხოვ მასალებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მაინტერესებს, გარკვეული კითხვები მაქვს, ვინაიდან მოწმეები ახალ გარემოებებზე საუბრობენ, რომ მას მძიმე ტრავმები აქვს და ასე შემდეგ, ამიტომ მე მაინტერესებს მისი ჯანმრთელობის შესწავლა, ხომ არ არის რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზები“,-განაცხადა მარიამ კუბლაშილმა.
კუბლაშვილს პასუხობს თამთა თოდაძის ადვოკატი. თამარ ლუკავა აცხადებს, რომ საქმეში ჯანმრთელობის შესახებ ცნობა უკვე თანდართულია და მისივე თქმით, თოდაძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი დარღვევა არ უფიქსირდება. ლუკავა „ფორმულასთან" ახალ გარემოებებსა და მოწმეებზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც ჯიშკარიანის მიმართ ბრალდებები კიდევ უფრო გამყარდება და მალე კონკრეტულ ფაქტებზე საჯაროდ განცახდებებიც გაკეთდება.
„ჩემთვის გაურკვეველია დაცვის მხარე თამთა თოდაძის შემთხვევაში რა ჯანმრელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აკეთებს მითითებას ჩვენს მიერ წარდგენილი არის გამოძიების ეტაპზე თამთა თოდაძის ჯანმრთელობის მდომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც საქმეზე არის დართული. თამთას არ აქვს არანაირი ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება სისხლის სამართლის ამ საქმეზე შემხებლობაში ყოფილიყო“,-განაცხადა თამარ ლუკავამ.