აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ თუკი დემოკრატები პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებენ, დონალდ ტრამპს მარტივად დაამარცხებს.
აიოვას შტატში მომხრეებთან გამართულ შეხვედრაზე, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მისი შვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.
ჰანტერ ბაიდენმა გუშინ ოფიციალურად განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლოდან ჩინურ საინვესტიციო კომპანიასთან თანამშრომლობას შეწყვეტს.
ბაიდენის თქმით, მისი შვილი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არც მას და არც ჰანტერ ბაიდენს ცუდი არაფერი გაუკეთებიათ.