logo
ENG



ჯო ბაიდენი სენატში ჩვენების მისაცემად მისვლას არ აპირებს

29 დეკ 201911:29
3 წუთის საკითხავი
 
yuhhug201in8wif.jpg

ჯო ბაიდენი სენატში ჩვენების მისაცემად მისვლას არ აპირებს. პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა გადაწყვეტილება ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ახსნა. მისი თქმით, რესპუბლიკურ პარტიას არ აქვს მისი ორდერით გამოძახების კანონიერი უფლება, რადგან საქმე მის კი არა, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ეხება.

ჯო ბაიდენი წერს, რომ 40-წლიანი საჯარო სამსახურისას მისი ოფისი  ახლანდელი ადმინისტრაციისგან განსხვავებით კონგრესთან ყოველთვის თანამშრომლობდა. პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი რესპუბლიკელებს იმასაც  ურჩევს, მსგავსი ორდერი თეთრ სახლში გაგზავნონ. 


close დახურვა