ჯო ბაიდენმა მიჩიგანის შტატში დონალდ ტრამპს გადაუსწრო. ამ დროის მონაცემებით, შტატში ხმების 94%-ია დათვლილი - ბაიდენს 49,3%-იანი მხარდაჭერა აქვს, ტრამპს კი - 49,1%. კანდიდატების მხარდაჭერას შორის სხვაობა 10 000 ხმაა.
ამ დროისთვის, ამერიკის საპრეზიდენტო მარათონში კვლავ დემოკრატი ჯო ბაიდენი ლიდერობს, მას 238 საარჩევნო დელეგატი ჰყავს მოგროვებული, ტრამპს კი - 213.
თუმცა სურათი შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. ამ დროისთვის, დაუთვლელ შტატებს შორის არიან: ნევადა, ვისკონსინი, მიჩიგანი, პენსილვანია, ჩრდ. კაროლინა და ჯორჯია. შტატების ჯამური საარჩევნო დელეგატების რაოდენობა 83 - ია.
შტატებს შორის, ამ დროისთვის ჯო ბაიდენი ლიდერობს: ნევადაში (6 დელეგატი) და ვისკონსინში (10 დელეგატი) და უკვე მიჩიგანში (16 დელეგატი).
ტრამპი კი - ჯორჯიაში (16 დელეგატი), ჩრდ. კაროლინაში (15 დელეგატი) და პენსილვანიაში (20 დელეგატი).
მიჩიგანის, ნევადას და ვისკონსინის შტატებში მოგების შემთხვევაში, ჯო ბაიდენი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული გახდება.
საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად თითო კანდიდატს 270 საარჩევნო დელეგატის მოგროვება სჭირდება. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი, შესაძლოა, მიჩიგანისა და პენსილვანიის შტატებმა გადაწყვიტონ.