logo
ENG



ჯო ბაიდენს Covid-19 დაუდასტურდა

18 ივლ 202408:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/18/svbprc1f1rggul4.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და პრეზიდენტს გაკეთებული აქვს აცრა.

მანამდე ბაიდენს Covid-19 ორჯერ ჰქონდა გადატანილი.

ჯო ბაიდენი ოთხშაბათს მხარდამჭერებს შეხვდა ლას-ვეგასში, მოგვიანებით მან წინასაარჩევნო გამოსვლა გადადო.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, თეთრი სახლის ხელმძღვანელი იზოლაციაში იქნება საკუთარ სახლში, დელავერში და საკუთარ მოვალეობებს დისტანციურად შეასრულებს. პრეზიდენტის ექიმი, კევინ ოკონორი ამბობს, რომ ბაიდენი თავს კარგად გრძნობს.


close დახურვა