logo
ENG



ჯო ბაიდენს მხარდაჭერა სამმა ყოფილმა მეტოქემ გამოუცხადა

03 მარ 202011:52
3 წუთის საკითხავი
 
9rc5hjivnyh5x9s.jpg

შეერთებულ შტატებში ე.წ. სუპერ სამშაბათისთვის ემზადებიან. პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის საკუთარი რჩეული ერთდროულად 14-მა შტატმა უნდა გამოავლინოს. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა. ჟოზეფ ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა სამმა ყოფილმა მეტოქემ, რომლებმაც კანდიდატურები მოხსნეს.

ესენი არიან: ემი კლო-ბუშარი, პიტ ბუტიჯიჩი და ბეტო ო- რურკი. სამივე მათგანი დალასში ბაიდენის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა. დონალდ ტრამპის შეფასებით, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სასარგებლოდ კანდიდატურების მოხსნა კიდევ ერთი დემოკრატი კანდიდატის, ბერნი სანდერსის წინააღმდეგ მიმართული უსამართლო კამპანიაა. 


close დახურვა