ჯოზეფ ბაიდენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს მისი გაპრეზიდენტება არ სურს. განცხადება პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ლას-ვეგასში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ბაიდენის თქმით, ის პუტინს კარგად იცნობს და რუსეთის ლიდერმაც იცის, რომ მისგან არაფერს უნდა ელოდოს. დღესვე ნევადაში პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის პრაიმერიზი განახლდება. გამარჯვებას შტატში ბერნი სანდერს უწინასწარმეტყველებენ.