logo
ENG



ჯოზეფ ბორელი: რუსეთის ჯარი უკრაინაში ყველაფერს ბომბავს - საავადმყოფოებს, სახლებს, სკოლებს

04 მარ 202220:57
3 წუთის საკითხავი
 
ჯოზეფ ბორელი: რუსეთის ჯარი უკრაინაში ყველაფერს ბომბავს - საავადმყოფოებს, სახლებს, სკოლებს

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ რუსული არმია უკრაინაში "ყველაფერს ბომბავს". 

"ის, რასაც დღეს ვხედავთ, არის ომის მახინჯი სახე, რომელიც კვლავ ამოიფრქვა ჩვენს საზღვრებთან. რუსები ბომბავენ და ესვრიან ლაფერს: საავადმყოფოებს, სახლებს, სკოლებს. მსხვერპლია უამრავი სამოქალაქო პირი. ეს ომის წარმოების ბარბაროსული გზაა". - უთხრა ბორელმა ჟურნალისტებს. 

მან ვლადიმირ პუტინსაც მიმართა, შეწყვიტოს დაბომბვა და სროლები. 

"პუტინმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი. ჩვენ დავრჩებით ერთიანები ამ მოწოდებაში. შეწყვიტოს ომი, რათა თავიდან ავიცილოთ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა". 

უმაღლესმა კომისარმა ასევე თქვა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო მალე დაიწყებს მისიას ადამიანის უფლებათა დარღვევების შესაფასებლად. 


close დახურვა