რომის ღია პირველობა დასრულებულია. 21 სექტემბერს ფინალური დაპირისპირება შედგა, რომელშიც ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი და არგენტინელი ჩოგბურთელი - დიეგო შვარცმანი დაუპირისპირდნენ.
სერბმმა ჩოგბურთელმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და საბოლოოდ 2 სეტში ანგარიშით 7:5; 6:3 დაამარცხა. ნოვაკ ჯოკოვიჩი მორიგი რეკორდისკენ მიწევს, ორშაბათს გაოფიციალურდა ის ფაქტი, რომ სერბმა პირველი ჩოგნის სტატუსით 287 კვირა გაატარა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ნოლე მხოლოდ რეკორდსმენ როჯერ ფედერერს (310 კვირა) ჩამორჩება, ხოლო პიტ სამპრასს უკვე გადაასწრო (286).