ჯონ ბოლტონის ჯერ არ გამოსული მემუარები ხელში ამერიკულ მედიას ჩაუვარდა.
დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების მოპოვებაში დახმარება სთხოვა. ამ და სხვა მამხილებელ ბრალდებებზეა საუბარი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ახალ წიგნში.
„ოთახი, სადაც ეს მოხდა: თეთრი სახლის მემუარები" - ასე ჰქვია ჯონ ბოლტონის მემუარებს, სადაც ყოფილი მაღალჩინოსანი ტრამპის არაინფორმირებულობასა და თეთრი სახლის მართვის არცოდნაზე წერს. თეთრი სახლი ჯონ ბოლტონის მემუარების დაბლოკვას ცდილობს.
ტრამპის ადმინისტრაციამ ამ მიზნით სასამართლოში სარჩელიც შეიტანა და თქვა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია. 577-ტ გვერდიანი სკანდალური მემუარების გამოჩენა დახლებზე 23 ივნისს არის დაგეგმილი.