დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას და თავდასხმებს ეხმაურება.
ბორის ჯონსონი წერს:
"შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი ამბებით. ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და შემდგომი ნაბიჯები განვიხილე. პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის დაწყებით სისხლისღვრის და ნგრევის გზა აირჩია. დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები მას მტკიცედ უპასუხებენ".
I am appalled by the horrific events in Ukraine and I have spoken to President Zelenskyy to discuss next steps.
President Putin has chosen a path of bloodshed and destruction by launching this unprovoked attack on Ukraine.
The UK and our allies will respond decisively.
ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას უკრაინაში ომი დაიწყო.
ჟურნალისტების ცნობით, რუსული ჯარები ხარკოვში შევიდნენ.
მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსული ჯარები ხარკოვში შედიან.
გერაშჩენკომ ასევე განაცხადა, რომ კიევთან ახლოს, ვასილკოვსკის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. მისივე თქმით, დნიპროს მერმა აცნობა, რომ აფეთქებების ხმა ისმის.
აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის სხვა ქალაქებშიც.
CNN-ის ჟურნალისტები და თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქებები მოხდა კიევში, ხარკოვში, კრამატორსკში, მარიუპოლში, ოდესაში, ოდესაში, ზაპოროჟიაში.